ახალი ამბები

უტიაშვილმა და გვენეტაძემ პრემიერის აპარატში დაიწყეს მუშაობა

17 ივლისი, 2012 • • 974
უტიაშვილმა და გვენეტაძემ პრემიერის აპარატში დაიწყეს მუშაობა

თავდაცვის, შსს-ს, განათლებისსა და მეცნიერების მინისტრების გადაადგილებას რამდენიმე კვირის წინ მოჰყვა ამავე სამინისტროების პრესსამსახურის თანამშრომლებისა და მინისტრის მოადგილების ცვლილება. პრესსამსახურების ძველმა ხელმძღვანელებმა ძველ უფროსებთან ერთად ახალ უწყებაში  კვლავ ანალოგიური პოსტები დაიკავეს.

 

 პრემიერ-მინისტრის აპარატში პრესსამსახურის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ზურა გვენეტაძემ. მის ადგილზე კი ამ უწყებაში თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე დაინიშნა. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, აქ პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ დაიკავა. 

შოთა უტიაშვილი
შოთა უტიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი