ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპელი ექსპერტები აფხაზებს კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს შეასწავლიან

23 ოქტომბერი, 2016 • 1634
ევროპელი ექსპერტები აფხაზებს კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს შეასწავლიან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, ბატალ კობახიას განცხადებით, აფხაზეთში, კერძოდ, გუდაუთის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ევროპელი ექსპერტები იმყოფებიან. ამის შესახებ რუსეთის პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკ-აფხაზეთთან ბატალ კობახიამ ისაუბრა.

ექსპერტთა ჯგუფის წევრები, კობახიას თქმით, აფხაზ სპეციალისტებს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღწერას შეასწავლიან.

“დიდი ბრიტანეთიდან, ხორვატიიდან, მაკედონიიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან სპეციალისტების დელეგაცია ევროპის საბჭოს ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან ჩამოსული კოლეგების გამოცდილება. მათ ომის შემდეგ სწრაფადვე შეძლეს საკუთარი კულტურული ობიექტების აღდგენა”.

კობახიას განმარტებით, ექსპერტებმა საპილოტე სამუშაოებისთვის გუდაუთის რაიონში არსებული სამოქალაქო არქიტექტურის ობიექტები შეარჩიეს – ყოველი ძეგლი აღირიცხება და GPS-ის ნავიგაციაში ჩაერთვება.

კობახიას თქმით, ათეულობით ადამიანის ერთდროულად გაგზავნა საზღვარგარეთ სტაჟირებაზე არ შეუძლიათ, ასეთი ფორმით კი ევროპული გამოცდილებას ეზიარებიან.

მისივე განმარტებით, აფხაზეთის ძეგლების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჩართვა მომავლის საქმეა, თუმცა “ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი