ახალი ამბებისაზოგადოება

საარჩევნო უბანზე შეფრენილი ბუ ყუთშია მოთავსებული

8 ოქტომბერი, 2016 • 2976
საარჩევნო უბანზე შეფრენილი ბუ ყუთშია მოთავსებული

ბუ, რომელიც დღეს დილით გორში საარჩევნო უბნის გახსნამდე  შეფრინდა, ამ დროისთვის ყუთშია მოთავსებული.

გორის საარჩევნო ოლქის #22 უბანზე ბუ დილით, 08.00 საათამდე შეფრინდა. თავდაპირველად კომისიის წევრები მის უბნიდან გაყვანას ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს.

შემდეგ კი  ყუთში ჩასვეს, რადგანაც უბანზე მყოფი დამკვირვებლების თქმით, საარჩევნო უბანზე უცნობი პირი მივიდა, რომელსაც ბუს მოკვლა სურდა. დამკვირვებლები ბუს თბილისის ზოოპარკში წაყვანას გეგმავენ, რადგანაც ეშინიათ, რომ თუ გაუშვებენ, ვიღაც მოკლავს.

გორის საარჩევნო უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა შეფრენილი ბუ ამ ყუთში მოათავსეს. 08/10/2016 გორი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

გორის საარჩევნო უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა შეფრენილი ბუ ამ ყუთში მოათავსეს. 08/10/2016 გორი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

საქართველოში დღეს, 8 ოქტომბერს საპარლამენტო, აჭარაში კი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება. არჩევნების მიმდინარეობას განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ:

ive: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი