ახალი ამბები

საარჩევნო უბანზე ბუ შეფრინდა [video]

8 ოქტომბერი, 2016 • 1975
საარჩევნო უბანზე ბუ შეფრინდა [video]

გორის საარჩევნო ოლქის #22 უბანზე ბუ შეფრინდა. ბუ უბანზე ჯერ კიდევ იმ დროს შეფრინდა, როცა საარჩევნო უბანი გახსნილი არ იყო და კომისიის წევრები მის უბნიდან გაყვანას ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს.

დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, აჭარის ავტონომიის მოსახლეობა კი პარლამენტის წევრებთან ერთად ავტონომიის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევს.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატებისთვის განკუთვნილი 150 პროპორციული და მაჟორიტარული მანდატის მოსაპოვებლად 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი, 816 მაჟორიტარი კანდიდატი იბრძვის. ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს 15 საარჩევნო სუბიექტი და 76 მაჟორიტარობის კანდიდატი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი.

თვალი ადევნეთ არჩევნების მიმდინარეობას განახლებად რეჟიმში:
Live: საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

მასალების გადაბეჭდვის წესი