”ქართული ოცნების” აქცია ოზურგეთის თეატრთან გაიმართება

“ქართული ოცნების” აქცია ოზურგეთში 17 ივნისს ალ. წურწუმიას სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

გუშინ საქართველოს პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან დაავალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს – ხარაჩოებში ჩასვას ოზურგეთის თეატრი და დაიწყოს მისი რეაბილიტაცია.

 

“ქართული ოცნების” პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის თქმით, აქცია ოზურგეთის თეატრთან 17 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება.

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოზურგეთში 17 ივნისს გაიმართება აქცია, კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში 10 ივნისს გამართულ აქციაზე მიაწოდა შეკრებილ საზოგადოებას.

 

ოზურგეთში კოალიცია “ქართული ოცნება” რიგით მესამე მასშტაბურ აქციას გამართავს. “ქართული ოცნების” პირველი აქცია თბილისში გაიმართა 27 მაისს, მეორე – ქუთაისში 10 ივნისს. კოალიცია ანალოგიური აქციების გამართვას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge