ახალი ამბები

მამუკა ჯიბლაძის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია

14 ივნისი, 2012 • 1086
მამუკა ჯიბლაძის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვს. 

 

“ჯერჯერობით, ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ისევ არაფერია ახალი,”- აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. 

 

შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს გაუჩინარდა. 

 

ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ორი დღის შემდეგ, 13 ივნისს ნეტგაზეთისთვის გახდა ცნობილი. 

 

შსს-მ ჯიბლაძის ძებნა 11 ივნისვე დაიწყო. 

 

მამუკა ჯიბლაძე მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (“CAT”) ალგორითმის ავტორია.

 

ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან დაითხოვა. 

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელძმღვანელის, მაია მიმინოშვილის განმარტებით,  ყოფილ თანამშრომელს, მამუკა ჯიბლაძეს, მის გაუჩინარებამდე, ტელეფონით  შეხვედრაზე შეუთანხმდა. 

 

“11 ივნისს, 2 საათზე უნდა შევხვედროდით, თუმცა არ მოვიდა. სახლში დაიბარა, რომ 5 საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო. მის ტელეფონზე ზარი ჩვეულებრივად გადიოდა. საბოლოოდ ტელეფონი გუშინ მის სახლში იპოვეს,” – ამბობს მიმინოშვილი. 

მარცხნივ მამუკა ჯიბლაძე
მარცხნივ მამუკა ჯიბლაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი