ახალი ამბები

სარკინიგზო ავარია აშშ-ში – 100-მდე დაშავებული და ერთი გარდაცვლილი

29 სექტემბერი, 2016 • 1440
სარკინიგზო ავარია აშშ-ში – 100-მდე დაშავებული და ერთი გარდაცვლილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში სარკინიგზო ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ასამდე კი დაშავდა.  შემთხვევა ნიუ-ჯერსიში მოხდა, დაშავებული მგზავრების ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ნაწილის მატარებლიდან გამოყვანას კი მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.

სადგური, სადაც სარკინიგზო ავარია მოხდა, ნიუ იორკის მთავარ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ერთ-ერთი მგზავრი, ლეონ ოფენგენდენი CNN-თან ინტერივუში მომხდარს იხსენებს. მგზავრის თქმით, ტრანსპორტის წინა ვაგონი რელსებიდან გადავარდა და პლატფორმას შეეჯახა, ამას კი სადგურის ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურების თქმით, დაშავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

სარკინიგზო ავარია ნიუ ჯერსიში 29.09.16 EPA/@coreyfutterman HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

სარკინიგზო ავარია ნიუ ჯერსიში 29.09.16 EPA/@coreyfutterman HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

მასალების გადაბეჭდვის წესი