GoPro ორწლიანი შესვენების შემდეგ 2 კამერითა და ახალი დრონით ბრუნდება

ორწლიანი პაუზის შემდეგ “გმირების” ტექნოკომპანია GoPro-მ 2 ახალი ექშენ კამერა და კომპანის მიერ წარმოებული პირველი დრონი, სახელად Karma წარადგინა.

კამერის კომპლექტში ახალი სტაბილიზატორი, “ჯოისტიკი” და ჩანთა შედის, რომელშიც დრონის მოთავსებაა შესაძლებელი. კომპლექტის ფასი $799 იქნება და მისი ყიდვა 2 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

გაუმჯობესებული კადრის სტაბილიზატორი შესაძლებლობას იძლევა, მაღალი ხარისხის გამოსახულება ნებისმიერ სიტუაციაში გადაიღოთ. კამერამ შეინარჩუნა ყველა ძველი მახასიათებელი – ის კვლავ იღებს 4K გაფართოების ვიდეოს, არის წყალგაუმტარი და ამჯერად აქვს უფრო დიდი მოცულობის ბატარეა. კამერას დაემატა სენსორული ზედაპირი. მისი კონტროლი ხმითაც შესაძლებელია.

Capture App-ის პროგრამული მხარდაჭერით კი ვიდეოების დამონტაჟება და ვიზუალური კონტენტის გაზიარება უფრო მარტივი ხდება. მისი ინსტალაცია ნებისმიერ სმარტფონსა და პლანშეტზეა შესაძლებელი.

როგორც ტექნო ბლოგერები წერენ, “კარმას” ერთი ნაკლიც აქვს: მას აქვს ეგრეთ წოდებული “გაყოლისა” და წინააღმდეგობების თავიდან აცილების ფუნქციები, თუმცა კონკურენტებისაგან განსხვავებით მისი მართვა უფრო მარტივია; არის კომპაქტური და მსუბუქი.

GoPro Karma Drone და Hero 5 Black. ფოტო: GOPRO

GoPro Karma Drone და Hero 5 Black. ფოტო: GOPRO

GoPro 5. ფოტო: TechChurch

GoPro 5. ფოტო: TechChurch

კამერისა და დრონის შესაძლებლობების უკეთ გასაცნობად იხილეთ GoPro-ს ახალი ვიდეორგოლი:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი