ახალი ამბები

ქალი კანდიდატები მაჟორიტარულ და პარტიულ სიებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში [ინფოგრაფიკა]

20 სექტემბერი, 2016 • 1948
ქალი კანდიდატები მაჟორიტარულ და პარტიულ სიებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში [ინფოგრაფიკა]

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სიებში ქალთა რაოდენობა 40%-ს არ აჭარბებს, ხოლო ზოგ პარტიას პირველ ოცეულში საერთოდ არ ჰყავს ქალი კანდიდატი დასახელებული.

კონკრეტული პარტიების საარჩევნო სიებს თუ თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ კონკრეტული პარტიების შემთხვევაში ქალები პარტიული სიების 50-ე, მე-100, ან 150-ე ადგილებზე უფრო მეტად არიან კონცენტრირებული, ვიდრე პოტენციურ გამსვლელთა რიგებში.

პარტიული სიების პირველ ოცეულში ყველაზე მეტი ქალი კანდიდატი რესპუბლიკურ პარტიას ჰყავს,  მმართველ “ქართულ ოცნებას”- 30%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 35%, ხოლო ყველაზე ნაკლები, ანუ არც ერთი ქალი კანდიდატი პროპორციული სიის ოცეულში – პარტიას “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”.

კონკრეტული პარტიების საარჩევნო სიებში ერთი ტენდენცია ისაა, რომ რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით პარტიის ბოლო ადგილებს, მით მეტად იზრდება ქალების რაოდენობა, ხოლო სიის პირველ ადგილებზე მათი რაოდენობა მცირდება.


ლეიბორისტული პარტიის სია

რაც შეეეხება მაჟორიტარულ სიებს, თბილისის 22 ოლქში პარტიების თუ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების 24.6% ქალია, ხოლო კაცი კანდიდატები ოთხჯერ უფრო მეტი არიან.  პარტიებიდან ყველაზე მეტი ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ეროვნულ ფორუმს ჰყავს. შეგიძილათ გადახვიდეთ ინტერაქტიულ ინფოგრაფიკაზე და სხვა პარტიების ქალი კანდიდატებიც ნახოთ.

ქალთა მოძრაობის წევრი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ქალი დეპუტატების რაოდენობა შესაძლოა 12%-საც ჩამოსცდეს. ამის საფუძველს მას პარტიულ სიებში გენდერული კუთხით შექმნილი მდგომარეობა აძლევს.

ბაია პატარაია ამბობს, რომ თუ გადავხედავთ სხვადასხვა რეიტინგს და წინასწარ გავთვლით, მიახლოებით როგორ შეიძლება გადანაწილდეს პროცენტული მაჩვენებელი პარტიებს შორის, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ქალთა მონაწილეობა პარლამენტში არათუ გაიზრდება, არამედ შესაძლოა შემცირდეს და 12%-იან ნიშნულს ჩამოსცდეს.

“ამდენი ხანი ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე, თითქმის ყველა პარტია აღიარებს, რომ ეს პრობლემა მწვავე პრობლემაა. დაპირებაც მივიღეთ – იმის მიუხედვაად, რომ ისინი მხარს არ უჭერენ კვოტებს, ხელს შეუწყობენ ქალთა ჩართულობას პოლიტიკაში, მაგრამ ეს დაპირება აღმოჩნდა ფუჭი და ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ 2016 წლის პარლამენტში იქნება ძალიან ცოტა ქალი და მთელი მომდევნო 4 წლის მანძილზე მსგავსი რეალობა გვექნება”, – ამბობს პატარაია.

ქალთა უფლებების დამცველი მიიჩნევს, რომ პარტიულ სიებში გენდერული ასპექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გენდერული კვოტირების მოთხოვნა სამართლიანია, რადგან არც ფინანსურმა წახალისებამ არ იმუშავა და არც სხვა ტიპის მოლაპარაკებებმა და დაპირებებმა.

პატარაიას თქმით, არ მუშაობს ფინანსური წახალისების მექანიზმიც,  რადგან რამდენიმე წელია კანონის ეს ნორმა ამოქმედდა, თუმცა ამას გავლენა არ მოუხდნია საარჩევნო სიებში გენდერული ბალანსის დაცვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი