ახალი ამბებიხელოვნება

ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოება 18 სექტემბერს გაიმართება

17 სექტემბერი, 2016 • 2207
ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოება 18 სექტემბერს გაიმართება

18 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, მუხრანბატონის სასახლის ეზოში, ლიტერატურული პრემია „საბას“რიგით  მე-14 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული 11 ავტორი გამოვლინდება.  

დაჯილდოების ცერემონია წელს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა. პირდაპირი ეთერი  21:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების ცნობით, წელს პირველად ერთ-ერთ ნომინაციაში, კერძოდ, დებიუტში გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს. ხმის მიცემა უკვე 2 თვეა მიმდინარეობს ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ ვებგვერდზე saba.com.ge, სადაც მკითხველებს შეუძლიათ ელექტრონულად მისცენ ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს. ხმის მიცემა შეწყდება დაჯილდოების მომენტში, გამარჯვებულის გამოვლენამდე 5 წუთით ადრე.

საბას დაჯილდოების ცერემონიაზე კიდევ ერთი სიახლე იქნება. წელს პირველად გამოვლინდება გამარჯვებული ავტორი ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. ამ ნომინაციაში ის წიგნებია წარდგენილი, რომლებიც ბეჭდური სახით არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატშია ხელმისაწვდომი.

 წელს „საბაზე“ წარდგენილი წიგნების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (360 წიგნი), თუმცა  ჟიურის მიერ შედგენილი ფინალისტთა სია ყველაზე მცირერიცხოვანია ბოლო წლების განმავლობაში.  წლევანდელ ე.წ. ‘შორთლისტში“ 37 ფინალისტია წარდგენილი.

” რაც შეეხება ტრადიციულ მუსიკალურ ნაწილს, წელს „საბას“ დააგვირგვინებს მუსიკალური პროგრამა „იმღერე ქართულად“, რომელიც ექსკლუზიურად „საბასთვის“ შეიქმნა. წარმოდგენილი იქნება  ქართული მუსიკალური ხელოვნების შედევრების ახალი ვერსიები და შედგება რამდენიმე ახალი სიმღერის პრემიერა. მუსიკალური პროექტის ავტორია მარინა ბერიძე, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი -ზვიად ბოლქვაძე”, – აცხადებს თიბისი ბანკი. 

 წელს პირველად ჟიური დაკომპლექტდა მრჩეველთა საბჭოს მიერ, რომლის შემადგენლობაშიც არიან სხვადასხვა წლებში „საბას“ მიერ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებული მწერლები და ლიტერატორები.

ჟიურის წევრთა ვინაობა მუშაობის პროცესში ტრადიციულად კონფიდენციალური იყო და მათ საზოგადოება დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვდება.

2016 წლის ფინალისტი ავტორები, რომელთაგან 11 საუკეთესოს დაჯილდოების დროს გავიცნობთ:

 

საუკეთესო რომანი

 

 საუკეთესო პროზაული კრებული

 

საუკეთესო პოეტური კრებული

 

საუკეთესო დებიუტი

 

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

 

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

 

საუკეთესო თარგმანი

 

საუკეთესო ელექტრონული წიგნი

 

საბას წლევანდელი გამარჯვებულები ტრადიციულად საბას პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. საპრემიო ფონდი წელს 52 ათას ლარს შეადგენს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი