ახალი ამბები

მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში მანდატურები მონაწილეობენ

2 მაისი, 2012 • 1237
მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში მანდატურები მონაწილეობენ
“სასწავლო დაწესებულებების მანდატურები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში აქტიურად ჩაერთვნენ. ყველა მანდატური ეტაპობრივად მიიღებს მონაწილეობას  და საკუთარ წვლილს შეიტანს ტაძრის მშენებლობის პროცესში,”- აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. 
 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში ჩაბმა, რადგან სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამით ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ “ქვეყნის აღმშენებლობისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში.”
 
“მთელი დღის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას 300 მანდატური ასუფთავებდა. მანდატურებმა მიმდებარე ტერიტორიაზე  კვიპაროსის ნერგებიც დარგეს. მანდატურებთან ერთად აქციაში ქალაქ თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქორქაშვილიც ჩაერთო, აქციის ფარგლებში მანდატურებთან ერთად  გიორგი ქორქაშვილმა კვიპაროსის 100 ნერგი დარგო,”- აცხადებენ სამინისტროში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი