ახალი ამბები

დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გაგრძელდება

1 სექტემბერი, 2016 • 1183
დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გაგრძელდება

თბილის მერიის ცნობით, მერმა დავით ნარმანიამ ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მორატორიუმი ხეების ფორმირებაზე, დაავადებული და ავარიული ხეების მოჭრაზე არ გავრცელდება.

თბილისის მერიის განცხადებით, მორატორიუმი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოღებამდე გაგრძელდება

„მორატორიუმი, რაც ჩემი მხრიდნ იყო გამოცხადებული, გაგრძელდება. მინდა დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ ხეების მოჭრას, ის არ ეხება ხეების ფორმირებას და არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა. მასზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ამ საკითხებზე  ფართო საზოგადოებას,“ – დავით ნარმანიას კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. 

დავით ნარმანიამ დედაქალაქში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი 20 აგვისტოს 10 დღის ვადით გამოაცხადა.  ხეების ჭრა , რამაც გარემოსდამცველთა  პროტესტი გამოიწვია, 17 აგვისტოს ყაზბეგის ქუჩაზე დაიწყო. მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობის” წევრები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, აცხადებენ, რომ საბურთალოზე საღი ხეები მოჭრეს. ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვის გამო“პარტიზანული მებაღეობის” წევრები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის და მისი მოადგილის გადადგომას და აღნიშნული სამსახურის რეფორმირებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი