ახალი ამბებისაზოგადოება

ლენონის მკვლელს შეწყალებაზე უარი მეცხრედ უთხრეს

30 აგვისტო, 2016 • 1266
ლენონის მკვლელს შეწყალებაზე  უარი მეცხრედ უთხრეს

ბრიტანული ჯგუფის, “ბითლზის” წევრის, ჯონ ლენონის მკვლელობაში ბრალდებულ მარკ ჩეპმენს შეწყალებაზე მეცხრედ ეთქვა უარი. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჩეპმენმა შეწყალების კომისიას უთხრა, რომ აცნობიერებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარ განზრახული, ეგოისტური და ბოროტი ქმედება იყო.

შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით, 61 წლის ჩეპმანს შეწყალებაზე ამჯერადაც უარი ეთქვა. საკუთარი გადაწყვეტილება კომისიამ ორი ფაქტით გაამყარა: დანაშაული წინასწარი განზრახვით იყო ჩადენილი და ჩეპმენის მოტივი ამ გზით სახელის მოხვეჭა იყო.

მარკ დეივის ჩეპმენი სასჯელს აშშ-ში, ბუფალოსთან მდებარე მკაცრი რეჟიმის იზოლატორში იხდის. ის 1980 წელს 40 წლის ბრიტანელი ვასკვლავის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს და ოცი წლიდან უვადო პატიმრობამდე მიუსაჯეს.

EPA/NYSDOCS / HO HANDOUT EDITORIAL USE ONLY

ჯონ ლენონის მკვლელობაში ბრალდებუ მარკ ჩეპმენი 2016 ფოტო:EPA/NYSDOCS

ლენონის მკვლელობაში ბრალდებულს 2000 წლიდან შეწყალების მოთხოვნის უფლება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჰქონდა. შეწყალების მოთხოვნის მორიგი უფლება ჩეპმენს 2018 წლამდე აღარ ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი