ახალი ამბები

ცხინვალის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტები ორი დღით ჩაიკეტება

25 აგვისტო, 2016 • 1107
ცხინვალის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტები ორი დღით ჩაიკეტება

“უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს, 25 აგვისტოს, 20:00 საათიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საზღვრის გადასაკვეთ ადგილებში მოქალაქეების გატარება არ განხორციელდება”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, გამშვები პუნქტების მუშობა 27 აგვისტოს, 7:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ქართულ მხარესთან არსებულ გამშვებ პუნქტებზე გადაადგილება სპეციალური საშვის, ე.წ.პროკუსკის მქონე პირებს შეუძლიათ. აღნიშნული საშვების გაცემა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდში დაიწყო, როდესაც ქართულმა მხარემ კონტროლი დაკარგა ახალგორის რაიონზე და რუსეთის ფედერაციამ, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.

გადაადგილებაზე შეზღუდვებს გამშვებ პუნქტებზე, უსაფრთხოების დაცვის მიზეზით, ცხინვალი წელიწადში რამდენჯერმე, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში აწესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი