ახალი ამბები

მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა – “ეს გაერთიანება ჩემთვის იყო მიუღებელი”

22 აგვისტო, 2016 • 1997
მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა – “ეს გაერთიანება ჩემთვის იყო მიუღებელი”

მერაბ მეტრეველმა 22 აგვისტოს პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. პარტიიდან წასვლის მიზეზდ მეტრეველმა ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი მემერჯვენეების ერთ სარჩევნო ბლოკად გაერთიანება დაასახელა.

“არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია. ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის იყო მიუღებელი. სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე მინდა ვუსურვო ამ პარტიას წარმატებები და ვუსურვო გამარჯვება არჩევნებზე,”- განაცხადა მეტრეველმა ბრიფინგზე, რომელიც პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამართა.

ბურჭულაძემ მეტრეველს მადლობა გადაუხადა:

“ბატონი მერაბ მეტრეველი ტოვებს ჩვენს პარტიას. ჩვენ გვქონდა უკვე ამაზე საუბარი, ჩვენ ვიცით მიზეზი, თვითონაც მოგახსენებთ მიზეზს. მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის. მე მინდა მერაბს გზა დავულოცო, მადლობა ვუთხრა იმ გაწეული მუშაობისთვის, რაც მან ჩაატარა ჩვენთან ერთად,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

18 აგვისტოს ოთხი პოლიტიკური პარტია – პაატა ბურჭულაძის პარტია“სახელმწიფო ხალხისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”,  გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.  ბლოკის სახელწოდებაა “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”.

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი 2016 წლის მაისში გახდა. იგი პარტიის წევრი 3 თვის განმავლობაში იყო.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი