ახალი ამბები

სტუდენტები “ცხოველების ფერმას” წაიკითხავენ

18 მარტი, 2012 • 1279
სტუდენტები “ცხოველების ფერმას” წაიკითხავენ
სტუდენტთა ნაწილმა ხვალ აქცია სახელწოდებით “წაიკითხე 20 გვერდი თავისუფლებისთვის!/ Read 20 Pages for Freedom!” ფეისბუქის სტუდენტური ბლოგის გვერდზე დაგეგმა.
“თუ ვეღარ სუნთქავ ცხოველთა ფერმაში და ფიქრობ, რომ მედია თავის ფუნქციას არ ასრულებს შენს ქვეყანაში, გამოხატე შენი პროტესტი თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ ჯორჯ ორუელის “ცხოველთა ფერმის” საჯაროდ წაკითხვით! 19 მარტს 5 სტუდენტი წავიკითხავთ მთლიან ნაწარმოებს ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. თუკი ეს აქცია გაგრძელდება და მომდევნო დღეებში სტუდენტები კვლავაც გაარძელებენ ამგვარი ფორმით მენტალური პროტესტის გამოხატვას, ვფიქრობთ, მივიქცევთ საზოგადოებისა (იქნებ მედიისაც) ყურადღებას და დავაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას ობიექტური ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნების წინ, რომლის შედეგებიც პირდაპირ გავლენას მოახდენს ჩვენს მომავალზე! ჩვენს მომავალზე ჩვენვე ვაგებთ პასუხს! “-ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი