ახალი ამბები

მთავრობის ვებ-გვერდის მიხედვით ხიდაშელი და ზაქარეიშვილი მინისტრები აღარ არიან

29 ივლისი, 2016 • 1406
მთავრობის ვებ-გვერდის მიხედვით ხიდაშელი და ზაქარეიშვილი მინისტრები აღარ არიან

საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე, განყოფილებაში “მთავრობის წევრები” ცარიელია გრაფები თავდაცვის მინისტრისა და შერიგების სახელმწიფო მინისტრის შესახებ, ანუ ვებ-გვერდის მიხედვით ხიდაშელი და ზაქარეიშვილი აღარ არიან მინისტრები.

Screen Shot 2016-07-29 at 6.42.25 PM

Screen Shot 2016-07-29 at 6.42.38 PM

საქართველოს პრემიერის მიერ გამოცემული ბრძანებით კი, ზაქარეიშვილი და ხიდაშელი დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდებიან 1 აგვისტოდან.

პრემიერს მათი შემცვლელები ჯერ არ დაუსახელებია.

არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, პრემიერის გადაწყვეტილებით, ამ პარტიის წარმომადგენელი მინისტრები – თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი ტოვებენ თანამდებობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი