ახალი ამბები

მარგველაშვილი: უვიზო მიმოსვლა გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში

26 ივლისი, 2016 • 1210
მარგველაშვილი: უვიზო მიმოსვლა გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამი ლიდერი ქვეყანაა, რაც მისი თქმით, უკვე ასახულია კონკრეტულ შეთანხმებებსი. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს თბილისში მიმდიანრე ამბასადორიალზე ისაუბრა:

“ეს ლიდერობა უკვე ასახულია იმ შეთანხმებებში, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისით, ჩვენ  უკვე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გვაქვს  ასოცირების შეთანხმება და ბუნებრივად ამ შეთანხმებების გაგრძელებად, ჩვენ ველით თავისუფალი უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც ვიცით, რომ გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობებს მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან:

“თანამშრომლობის და ჩართულობის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან და ვიშეგრადის ოთხეულთან. მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან,”- განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ  უნდა გაღრმავდეს ის განცდაც და ის შეხედულებაც, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს არ იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი