ახალი ამბები

სააკაშვილი ალიევს შეხვდება

6 მარტი, 2012 • • 1099
სააკაშვილი ალიევს შეხვდება

დღეს, 6 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს თავის აზერბაიჯანელ  კოლეგა ილხამ ალიევთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. იგეგმება რამდენიმე  საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება, ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. დელეგაციას წარმოადგენენ დარგობრივი მინისტრები, რაც გულისხმობს,  რომ განიხილება მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი.

“ჩვენ გაგვაჩნია როგორც  ეკონომიკური, ისე ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმდინარე პროექტები. ამ საკითხების  უმაღლეს დონეზე განხილვა ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი იქნება,” – აღნიშნა კალანდაძემ.

2012 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების მეოცე წლისთავი აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი