ახალი ამბები

სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის ხელისუფლება სპორტსმენებს დოპინგით ამარაგებდა

18 ივლისი, 2016 • 1288
სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის ხელისუფლება სპორტსმენებს დოპინგით ამარაგებდა

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდობით, BBC წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება თავად აფინანსებდა სოჭის ოლიმპიადის დროს სპორტსმენებში დოპინგის მოხმარებას.

AFP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, რუსეთის სპორტის მინისტრი თავად აკონტროლებდა დოპინგის პროგრამას და რუსული FSB-ს აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

კვლევა სააგენტოს დაკვეთით კანადელმა პროფესორმა რიჩარდ მაკლარენმა ჩაატარა. მან ტორონტოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთში ლაბორატორიები სპორტსმენების სისხლში არსებული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციას არ ამჟღავნებდნენ. ახლა კი რიოს 2016 წლის ოლიმპიადის სამზადისში რუსეთი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მათი სახელით მოასპარეზე ბევრი სპორტსმენი შეჯიბრებიდან სწორედ დოპინგის მოხმარების ბრალდებით მოიხსნა.

როიტერის ინფორმაციით, მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ხელმძღავნელმა გრიგორი როდჩენკომ ორი თვის წინ “ნიუ იორკ თაიმსთან” საუბარში განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენები შედეგების გასაუმჯობესებლად სახელისუფლებო პირების თანხმობით დოპინგს იღებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი