ახალი ამბები

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა

18 ივლისი, 2016 • 1267
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა

შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში. როგორც ნეტგაზეთს ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაჭრილია ორი მოქალაქე. ბიუროს ცნობით, ორივე მათგანი ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდა.

ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: იარაღის უკანონო ტარება და განზრახ მკვლელობის მცდელობა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი ამბობენ, რომ არც ერთი მათგანი მათი თანამშრომელი არ არის და დაპირისპირებას აღსრულების ბიუროსთან კავშირი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი