ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ლიდერი იქნება დავით უსუფაშვილი

12 ივლისი, 2016 • 1520
რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ლიდერი იქნება დავით უსუფაშვილი

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ლიდერი დავით უსუფაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

“აი, დაიწყო, რესპუბლიკელები ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას და დღეიდან ყოველი წუთი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებულები,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, დღეიდან რესპუბლიკელები ასრულებენ კოალიციურ თანამშრომლობას პარტნიორებთან.

საპარლამენტო არჩევნების დროს რესპუბლიკური პარტია ამომრჩეველს წარუდგება სახელწოდებით – “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”.

რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იქნება დავით ბერძენიშვილი.

2016 წლის 27 მარტს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი დატოვებდნენ კოალიციას. ოფიციალურად საარჩევნო კამპანია რესპუბლიკელებმა დამოუკიდებლად დღეს, 12 ივლისს დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი