ახალი ამბები

სააკაშვილი უარყოფს, რომ მას პრემიერ–მინისტრობა სურს

1 თებერვალი, 2012 • 1180
სააკაშვილი უარყოფს, რომ მას პრემიერ–მინისტრობა სურს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს ჟურნალისტებთან უარყო ოპოზიციის ბრალდება, რომ მას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნება პრემიერ მინისტრის პოსტით სურს.

სააკაშვილის მიმართ ოპოზიციის ბრალდებაა, რომ 43 წლის ლიდერს, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს ”ვარდების რევოლუციით” მოვიდა, ძალაუფლების შენარჩუნება სურს და პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებას გეგმავს, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს.

ვლადიმერ პუტინი რუსეთს მართავს 2000 წლიდან, როგორც პრეზიდენტი და როგორც პრემიერ მინისტრი, და როგორც ჩანს, მარტის საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას აპირებს, მიუხედავად სახალხო უკმაყოფილებისა მისი ძალაუფლების წინააღმდეგ.

”ადამიანები მეკითხებიან, ვაპირებ თუ არა პუტინივით მოვიქცე, საქართველოს არ შეიძლება ”პუტინი ჰყავდეს”, საქართველო არ არის რუსეთი და ქვეყანა აკეთებს ყველაფერს, რომ არაფერი ჰქონდეს მსგავსი პუტინთან”.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს საქართველომ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეიცვლება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საპრეზიდენტო სისტემა  და  2013 წლისთვის ქვეყანას გაცილებით დიდი ძალაუფლების მქონე პრემიერი და პარლამენტი ეყოლება.

ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიხეილ სააკაშვილმა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ედუარდ შევარდნაძე გადააყენა და განაცხადა, რომ  ქვეყანას მოსკოვის გავლენიდან გამოიყვანდა. შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის   შემდეგ ქვეყნებს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ”ტექნიკურად” კიდევ ომია, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული.

შეგახსენებთ, რომ სააკშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. სააკაშვილი ბარაქ ობამას შეხვდა, პრეზიდენტებმა თვისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები განიხილეს.

სააკაშვილმა მსოფლიო ბანკში აუდიტორიას მიმართა და განაცხადა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში. კორუფცია მსოფლიო ბანკის ბოლო წიგნის მთავარი თემაა.

მსოფლიო ბანკის თქმით, საქართველოს უნიკალური წარმატება აქვს  კორუპციასთან ბრძოლაში, როცა ბევრი ქვეყნისთვის ეს საკითხი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ასევე ითქვა, რომ საქართველოს მაგალითი ანგრევს მითს, რომ კორუფცია კულტურული ფენომენითაც განისაზღვრება.

”საქართველომ აჩვენა, რომ წარმატება მოკლე პერიოდშიც მიიღწევა, როცა ძლიერი პოლიტიკური ნება და ხელისისფლების მხრიდან შეთანხმებული ქმედებები ხორციელდება”.

სტატიის ორიგინალი

მასალების გადაბეჭდვის წესი