ახალი ამბები

ბიბლია, როგორც ბესტსელერი

22 იანვარი, 2012 • 1254
ბიბლია, როგორც ბესტსელერი

თანამედროვე ნორვეგიულ ენაზე ბიბლიის ახალი თარგმანი ბესტსელერი გახდა.

ნორვეგიის ბიბლიური საზოგადოების მონაცემებით, ბიბლიიის ახალი თარგმანის გაყიდვების რაონობამ 2011 წლის 10 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე 79 ათასი ეგზემპლარი შეადგინა.

ბიბლიიის ახალ ტექსტზე 30 მთარგმნელზე მეტი მეცნიერი და ლიტერატორი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ბიბლიური საზოგადოების შეფასებით, მკითხველისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ნათარგმნი ბიბლიის ენა ბევრად გასაგებია. ამასთან, მათივე თქმით, მის ძველბერძნულ და ძველებრაულ ორიგინალებთან სიზუსტე მაქსიმალურად არის შენარჩუნებული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი