ახალი ამბები

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტებს პოლიცია თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს

15 ივნისი, 2016 • 1483
თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტებს პოლიცია თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებს

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება თეთრი ხმაურის მოძრაობის ორი აქტივისტის, არჩილ კიკნაძესა და თეგა გეთიას სასამართლო პროცესი, რომელთაც პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევას ედავება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მუხლი 150 ნიშნავს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება

“სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით”.

თეთრი ხმაურის მოძრაობაში კი მიიჩნევენ, რომ მათი აქტვისტები პოლიციამ პლაკატების სამშენებლო ნაწილზე გაკვრისთვის უსაფუძვლოდ დააკავა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში პურის მოედანზე ჰყავდათ გაჩერებული.

“მოძრაობის აქტივისტები 17 ივნისის აქციის მსვლელობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის საინფორმაციო პლაკატებს აკრავდნენ სამშენებლო სტენდებზე, სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ პატრულისგან ხელის შეშლა და გაჩერება არაკანონიერია”, – აცხადებენ მოძრაობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი