ახალი ამბები

საქართველოში მომაკვიდინებელი სუბსტანცია გავრცელდა – თხმ ნარკომომხმარებლებს აფრთხილებს

7 დეკემბერი, 2018 • 2409
საქართველოში მომაკვიდინებელი სუბსტანცია გავრცელდა – თხმ ნარკომომხმარებლებს აფრთხილებს

“ის სიკვდილია!” – თეთრი ხმაურის მოძრაობა და ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ნარკომომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ ბოლო დროს ვებ-გვერდებიდან გამოწერილი ნივთიერებები მოიშორონ.

თეთრი ხმაურის მოძრაობა აცხადებს, რომ დღეს მიიღეს ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით – ფენტანილით. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ნივთიერების მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინისას.

როგორც თეთრი ხმაურის მოძრაობა აცხადებს, ფენტანილი მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია, სავარაუდოდ, ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.

თეთრი ხმაურის მოძრაობა მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტონ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან.

სხვადასხვა საიტებიდან მომაკვდინებელი ნივთიერების გასაღების შესაძლო ფაქტზე განცხადებას ავრცელებს ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძეც:

დამატებით ინფორმაციას ნეტგაზეთი მიღებისთანავე გაცნობებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი