ახალი ამბები

სააკაშვილი: “გადაიფრინონ ჰოლანდიელებმა საქართველოს ცაზე…”

18 იანვარი, 2012 • 1107
სააკაშვილი: “გადაიფრინონ ჰოლანდიელებმა საქართველოს ცაზე…”

სააკაშვილი
სააკაშვილი

“ნახეთ, როგორ ვითარდება საქართველო. ცოტა ხნის წინათ (5-7 წელიწადი ისტორიისთვის ბევრი არ არის), გზის 5-6– კილომეტრიანი მონაკვეთის დაგება გვიხაროდა, მაგრამ ახლა ცენტრალური გზების უმეტესობა დაგებულია. რა თქმა უნდა, ყველა გზა დღესაც არ არის მიყვანილი ბოლომდე, მაგრამ უახლოეს პერიოდში ყველა სოფელში მივალთ კარგი გზით.

ყველა სოფელში მიმდინარეობს მექანიზაცია; ყველგან იხსნება საავადმყოფოები; სოფლის მეურნეობა წარმოუდგენლად ვითარდება, პრაქტიკულად, ყველა დასახლებულ ადგილზე.

როდესაც აქაურობას ვერტმფრენით გადაუფრენ, კარგად ჩანს დამუშავებული მიწის ნაკვეთები და მიხარია, რომ ამ მხრივ, უკვე შეგვიძლია ჰოლანდიას შევედაროთ. ეს ძალიან მაღალი კულტურის მაჩვენებელია. ადრე კი მხოლოდ ბუჩქნარი ჩანდა.

ჰოლანდიაში სტუმრობისას ვფიქრობდი ხოლმე, რომ ჩვენი ქვეყანა ასე არასდროს მოეწყობოდა. ახლა კი გადაიფრინონ ჰოლანდიელებმა საქართველოს ცაზე და ნახონ, ბევრად უფრო ნაკლები რესურსით როგორ მოვაწყეთ აქაურობა,”–ამ და ქვეყნის სხვა წარმატებებზე საქართველოს პრეზიდენტმა მარტვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა, სადაც მან ახალი სამედიცინო დაწესებულება გახსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი