ახალი ამბები

ასამბლეა NATO-ს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას

31 მაისი, 2016 • 1461
ასამბლეა NATO-ს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე 30 მაისს მიღებულ დეკლარაციაში დეპუტატები მოუწოდებენ ნატოს წევრ სახელმწიფოებს, რომ მხარი დაუჭიროს საქართელოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას.

კერძოდ, დეკლარაციის ტექსტში საუბარია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ ვარშავის სამიტზე “მიესალმოს მონტენეგროს მიერ გაწევრიანების პროტოკოლზე ხელმოწერას და კიდევ ერთხელ დაადასტუროს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქარველო გახდება ნატოს წევრი”.

ნატოს საპარამენტო ასამბლეა დეკლარაციით ასევე მიმართავს ნატოს წევრ ქვეყნებს, რომ ვარშავის სამიტზე განაგრძოს საქართვეოლოსა და უკრაიაში რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის დაგმობა, ასევე დაეხმაროს ორივე ქვეყანას საჭირო რეფორმების გატარებაში.

“კიდევ ერთხელ  ვადასტურებთ, რომ შავი ზღვა კვლავ არის ევროატლანტიკური უსაფრხოების მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ გაგრძელდება შავი ზღვის უსაფრთხოების სიტუაციის შეფასების მონიტორინგი და გაგრძელდება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან  თანამშრომლობის განმტკიცება,”- ვკითხულობთ დეკლარაციაში.

გარდა ამისა, დეკლარაციაში საუბარია რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიაზე, ყირიმის უკანონო ანექსიაზე, ცხინვალსა და აფხაზეთში უკანონო ოკუპაციის გაგრძელებაზე:

“რუსეთის უკანასკნელი ქმედებები ასევე მოიცავს მეზობელი ქვეყნების დაშინების მცდელობებს, სახიფათო ქცევას და მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებს, საერთაშორისო ნორმების არაერთგზის დარღვევას”.

აქვე აღნიშნულია, რომ ნატოს კარი ღია არის დიალოგისთვის და მიესალმებიან ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრებს.

“თუმცა ამ დიალოგს არ მოუტანია რაიმე კონკრეტული სტრატეგიული ხასიათის შედეგი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივესალმებით ძალისხმევას, რომ ხელი შეეწყოს დიალოგს, რომელსაც განვიხილავთ ყველაზე ადეკვატურ გზას დაძაბულობის დეესკალაციისთვის,”- აღნიშნულია დეკლარაციაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი