ახალი ამბები

”პრესის ასოციაცია” ივანიშვილს ხვდება

2 დეკემბერი, 2011 • 1101
”პრესის ასოციაცია” ივანიშვილს ხვდება
პრესა
პრესა

რამდენიმე წუთში ბიძინა ივანიშვილი ”პრესის ასოციაციაში” შემავალი გამოცემების რედაქტორებსა და გამავრცელებლებს შეხვდება, სადაც საუბარი მერიის პროგრამის “1000 ჯიხეურის” ფარგლებში პრესის გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ იქნება საუბარი. შეხვედრა ივანიშვილის ინიციატივით იმართება.

”ჩვენ მას მივაწოდებთ ინფორმაციას, რადგან მან სურვილი გამოთქვა ჩვენთან შეხვედრის  და ეს არის გარკვეული მხარდაჭერის მანიშნებელი,” – აცხადებს გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი ელისო ჩაფიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში. მისივე თქმით, “პრესის ასოციაცია” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც დაინტერესებულია საკითხის მოგვარებით. მაგალითად, ასოციაციის წარმომადგენლებმა გუშინ შეხვდრა გამართეს “ქრისტიან–დემოკრატებთან” და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელთან, თუმცა მოლაპარაკება მერიასთან უშედეგოდ დასრულდა

”ჩვენი პოზიციაა, რომ ჩატარდეს სპეციალიზებული აუქციონი, რომელშიც მხოლოდ პრესის გამავრცელებლები მიიღებენ მონაწილეობას, რაზეც მერიიდან მივიღეთ პასუხი: მიიღეთ აუქციონში მონაწილეობა და თუ გაიმარჯვებთ, გექნებათ ჯიხურები. მე ვთვლი, რომ ამ აუქციონებში გაზეთების გამავრცელებელი კომპანიები ვერ გაუწევენ კონკურენციას ”კოდას”, ”ნუგეშს” და კეზერაშვილის კომპანიებს,”- აღნიშნავს ჩაფიძე.

იმ შემთხვევაში, თუ მერია მოლაპარაკებაზე არ წამოვა, ”პრესის ასოციაცია” პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავს, რადგან მათი თქმით, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი უკვე აისახა უარყოფითად პრესაზე, კერძოდ, გავრცელების შეზღუდვის გამო დაეცა გაზეთების ტირაჟები:

”ჩვენ შევეცდებით ვაიძულოთ, მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ, რათა მოწესრიგდეს მედიის გავრცელება, ისე, როგორც ესაა ცივილიზებულ სამყაროში. გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებას, დავწერთ სტატიებს, მიმართვებს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი,  პრესის საბჭოებისა და მსოფლიო პრესის ასოციაციისადმი”

ამავე თემაზე:

„პრესის ასოციაციის“ და ქონების მართვის სააგენტოს უშედეგო მოლაპარაკება

სოლიდარობის აქცია – “მე ვკითხულობ პრესას”

პოლიტიკური პარტიების სოლიდარობა ბეჭდურ მედიას

”საია” პრესის ჯიხურების საკითხზე გამართულ აქციას შეუერთდება

მედია „ჯიხურების აუქციონს“ აპროტესტებს

ივანიშვილი პრესის გამომცემლებს ეპატიჟება

“ერთად სიტყვის თავისუფლების დასაცავად!”

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას

მასალების გადაბეჭდვის წესი