ახალი ამბები

ანონსი – 18 მაისი

18 მაისი, 2016 • 1906
ანონსი – 18 მაისი

10:00 – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას რელიგია, უცხოური გავლენები და პარლამენტარიზმი: კონსოლიდირებული დემოკრატიის პერსპექტივები საქართველოში. ღონისძიება თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ-ში” გაიმართება.

10:00 საათზე, თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან,  საინფორმაციო სამსახურის – ‘მოამბის’ ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ და საგანგო მიმართვას მედიას და არასამთავრობო სექტორს გააცნობენ. “დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდა და საზოგადოებრივ მაუწყებელში  არსებული სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა”.

10:45 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი და ჰანიველ პარტნერსი გიწვევთ ერთობლივი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციასა და მიღებაზე. პროექტს წარადგენენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი და ჰანიველ პარტნერსის მმართველი დირექტორი ირაკლი რუხაძე.

11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის გასვლითი სხდომა 128-ე ბაგა-ბაღში გაიმართება. თემა: პირველი კვარტლის ანგარიშის პრეზენტაცია და მისი განხილვა. მის:მოსკოვვის გამზირი, მე-5 კვარტალი, მე-11 კორპუსის მიმდებარედ.

11:00-ზე “პირველის პრესკლუბში” საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და მერის მიერ წარდგენილ ანგარიშზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წარმოამდგენელი ირაკლი აბესაძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: ნარმანიას გამოსვლა საკრებულოში, ნაციონალების განახლებული სია.

11:30-ზე “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდული ცენტრის” წევრები: ზურა ქადაგიძე და გიორგი ჩიქოვანი პარტიის მიერ ჩატარებულ პოლიტიკურ კვლევას წარადგენენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მხცხეთის რაიონში ჩაშლილ ტენდერებზე, მითვისებულ თანხებსა და სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე განცხადებას გააკეთებენ.

12:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, (მისამართი: ქ.თბილისი, ჭოველიძის ქ. N10) არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ გამართავს კვლევის „წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმების სახეები და უფლებამოსილებები“ პრეზენტაციას. კვლევა მომზადებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ალტერნატიული მონიტორინგის მოდელის შემუშავება“, ფარგლებში. კვლევაში განხილულია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება დახურულ დაწესებულებებში წამების პრევენციასთან დაკავშირებით.

12:00-ზე “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ხელმძღვანელი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ლარის გამყარების პროცესის შენარჩუნება მის ლოგიკურ ნიშნულამდე მნიშვნელოვანია. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12:30 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი სახელმწიფო შეფასების მიმდინარეობას გაეცნობა.  სახელმწიფო შეფასების მიზანი მოსწავლეთა მიღწევების დონის შეფასებაა. იგი ოთხ საგანში ტარდება: ქართული,  როგორც მეორე ენა (მე-7 კლასი); ქიმია (მე-9 კლასი);  ფიზიკა (მე-9 კლასი); ბიოლოგია (მე-9 კლასი).  მისმართი: თბილისის №102 საჯარო სკოლა ( ნუცუბიძის პლატო მე-4 მ/რ).

15:00 საათზე, თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე – თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრისა და დეველოპერული კომპანია m2-ის თანამშრომლობა. მისამართი: ჭავჭავაძის #11, თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი, თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრი.

15:00 სერხიო ბადილია კასტილიოს (ჩილე) შეხვედრა სტუდენტებთან. ენა: ესპანური. თსუ – V კორპ. აუდ. 3

17:00 კრისტიან კარლსონის (შვედეთი) – შეხვედრა სტუდენტებთან ენა: შვედურითსუ – სკანდინავისტიკის ცენტრი

18:30 პოეზიის საღამო: იასუჰირო იოცუმოტო (იაპონია) და ესთერ ნაომი პერკვინი (ნიდერლანდები) /ენა: იაპონური/ ნიდერლანდური/ ქართული. მოდერატორები: დავით გაბუნია, ნატა ლომოური. კავკასიური სახლი

19:30 პოეტ ლია სტურუას საღამო და წიგნის პრეზენტაცია. ენა: ქართული, მოდერატორი: ზვიად რატიანი. მწერალთა სახლი

მასალების გადაბეჭდვის წესი