ახალი ამბები

რობი უილიამსის, კარერასის, რამაზოტის, Maroon 5-ის და GROOVESONIX-ის ჯამური ჰონორარი 11 მილიონ ლარს აჭარბებს

19 აპრილი, 2016 • 2142
რობი უილიამსის, კარერასის, რამაზოტის, Maroon 5-ის და GROOVESONIX-ის ჯამური ჰონორარი 11 მილიონ ლარს აჭარბებს

კულტურის სამინისტრო სარეზერვო ფონდიდან  „Check in Georgia’-სთვის ამ ეტაპზე დახარჯული თანხების ხარჯთაღრიცხვას აქვეყნებს. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ ეტაპისთვის სულ დახარჯულია 17 400 742 ლარი, საიდანაც 11,166,639 ლარი რობი უილიამსის, ეროს რამაზოტის, ხოსე კარერასის, GROOVESONIX-ის და Maroon 5-ის ჰონორარზე მოდის.

Screen Shot 2016-04-19 at 12.32.28 PM

Screen Shot 2016-04-19 at 12.32.56 PM

“პროექტისთვის „Check in Georgia“, რომელშიც ერთიანდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალები, წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებითი თანხები გამოიყო. აღნიშნული დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდება 150-ზე მეტი ღონისძიების ჩატარებას:

  • მსოფლიოს ვარსკვლავების – ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, MAROON 5-სა და ხოსე კარერასის კონცერტებს;
  • საქართველოს 17 ქალაქში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით დაგეგმილ 59კონცერტს;
  • ფესტივალს „HeatBatumi”, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 93 ღონისძიებას, მათ შორის: კონცერტები, თეატრალური წარმოადგენები, სხვადასხვა ტიპის შოუ, გამოფენები, ფესტივალები და ა.შ.
  • შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს;
  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალს “Gem-Fest”;
  • პროექტის „CheckinGeorgia“ ფარგლებში, ქალაქ ბათუმში, ფესტივალ „HeatBatumi”-ის სეზონის განმავლობაში, ჩოგბურთის კორტებზე საკონცერტო მოედნის მოწყობას, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე გახმოვანების აპარატურით, განათებით, სცენით, დაცვის მომსახურებითა და ყველა იმ სერვისით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი კონცერტის ჩასატარებლად. ხელისუფლების მხრიდან ასეთი უპრეცედენტო შეთავაზება ქართველ პროდიუსერებს, მომღერლებსა და მუსიკოს-შემსრულებლებს აძლევს საშუალებას, ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის სეზონზე (1 ივლისიდან 10 სექტემბრამდე) სრულიად უსასყიდლოდ, მათთვის გამოყოფილი სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით დაწყებული პროექტი „Check in Georgia” ემსახურება საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში შიდა და გარე ტურიზმის მასშტაბებს და მისი, როგორც ტურისტულ-კულტურული ცენტრის ცნობადობას და საერთაშორისო იმიჯს. ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას რეგიონში. ეს პროექტი, რომელიც შემდგომ ტრადიციად იქცევა, მნიშვნელოვნად წაახალისებს კერძო ბიზნესს და შექმნის სამუშაო ადგილებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

CheckinGeorgia

CheckinGeorgia

უწყების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების პარალელურად, დაგეგმილია კერძო და საჯარო სექტორის მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობა, ისეთი, როგორიც არის ღვინის, ყველისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფესტივალები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები. პროექტში ინტეგრირებული იქნება ეკოტურიზმის მიმართულება: ველოტურები, ლაშქრობები, სპეცილაური ტურები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.

“აღნიშნული შეთავაზებები პროექტს „Check in Georgia“ ჩვენი მოქალაქეებისათვის და ქვეყნის სტუმრებისათვის უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის. საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი