ახალი ამბები

NDI: ყველაზე უარყოფითად ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას აფასებენ, ყველაზე დადებითად – ჯარის

13 აპრილი, 2016 • 1164
NDI: ყველაზე უარყოფითად ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას აფასებენ, ყველაზე დადებითად – ჯარის

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულები ყველაზე ცუდად ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას აფასებენ, ხოლო ყველაზე დადებითად- ჯარის საქმიანობას.

გამოკითხულთა 54% უარყოფითად აფასებს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას, კმაყოფილი მხოლოდ 0.5%-ია. 35%-ს უარყოფითად აფასებს ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობას, ხოლო 32% უარყოფითად აფასებს პარლამენტის საქმიანობას.

ყველაზე დადებითდ შეაფასეს ჯარის საქმიანობა- 54%, იუსტიციის სახლების საქმიანობა – 50%, შემდეგ მოსდევს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა – 48%, საქართველოს პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს 37%.

2016-04-13_002010 2016-04-13_003206 2016-04-13_003704

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პოლიტკური ნაწილის პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი