ახალი ამბები

კვირიკაშვილი: პარტია “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა არჩევნებზე

31 მარტი, 2016 • 1782
კვირიკაშვილი: პარტია “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა არჩევნებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნება” დამოუკიდებლად გავა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

“მოგეხსენებათ, რომ ქართულ ოცნებაში დიდი ხანია მიმდინარეობდა კონსულტაციები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აქტიური იყო კონსულტაციები არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მისაღები ფორმა, რომ ქართული ოცნება გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებში. შესაბამისად, გაკეთდა შესაბამისი განცხადება რესპუბლიკური პარტიის მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა მთავრობაში, პარტიული კუთვნილების მიუხედავად მთავრობის სტაბილურობა არის ძალიან მშივნელოვანი და, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე.”

ეს განცხადება პრემიერმა დღეს, 31 მარტს, პარლაენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დღესვე რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი 2016 წლის არჩვენებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მანამდე მთავრობაში თანამდებობის დატოვებას არ აპირებენ.

უსუფაშვილისა და კვირიკაშვილის ერთობლივი განცხადება

Posted by netgazeti.ge on Thursday, March 31, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი