ახალი ამბები

ბელგიის პროკურატურა: ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტმა აიფეთქა თავი

22 მარტი, 2016 • 2149
ბელგიის პროკურატურა: ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტმა აიფეთქა თავი

ბელგიური გამოცემა RTBF-ის ინფორმაციით, ბელგიის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბრიუსელის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ბრიუსელის ცენტრში, მეტროსადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანია დაღუპული. რაც შეეხება ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს, გარდიანის ცნობით, იქ 13 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე ბრიუსელში სალაჰ აბდესლამი დააკავეს, რომელიც 2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია.

ბრიუსელის აეროპორტი ტერაქტის შემდეგ. 22 მარტი 2016, ბრიუსელი, ბელგია. credit: ქეთი ქარადავა

ბრიუსელის აეროპორტი ტერაქტის შემდეგ. 22 მარტი 2016, ბრიუსელი, ბელგია. credit: ქეთი ქარადავა

მასალების გადაბეჭდვის წესი