ახალი ამბები

ერეკლე დეისაძე გაათავისუფლეს

12 მარტი, 2016 • 2063
ერეკლე დეისაძე გაათავისუფლეს

ერეკლე დეისაძე, რომელიც დღეს პოლიციამ კანცელარიასთან გამართული პერფომანსის შემდეგ დააკავა, უკვე გაათავისუფლეს.

არტისტი ამბობს, რომ “როგორც ჩანს, მოწმის სტატუსით დაკითხეს”, თუმცა მანამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა დაკავების ოქმში პორნოგრაფიის უკანონოდ გავრცლება ჩაწერეს.

“როგორც ჩანს, მოწმის სახით დამკითხეს” – ერეკლე დეისაძე შსს-ს ორთაჭალის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.

Posted by netgazeti.ge on Friday, March 11, 2016

 

სამართალდამცავებმა ერეკლე დეისაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც არტისტმა მთავრობის კანცელარიასთან პერფონმანსი გამართა და გასპარ ნოეს “სიყვარულის” პორნოგრაფიად შერაცხვა გააპროტესტა.

 

დეისაძის ადვოკატმა, თორნიკე უსტარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიცია მას 40 წუთის განმავლობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევდა და მიზეზი არ განუმარტავთ.

ადვოკატის თქმით, დეისაძის დაკავებაზე პოლიციელებმა ოქმი სსსკ-ს 255-ე მუხლის პირველი ნაწილით შეადგინეს, რაც პორნოგრაფიის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს. თუმცა მას მერე, დეისაძემ პოლიციის შენობა დატოვა, განაცხადა, რომ ის “როგორც ჩანს, მოწმის სახით დაკითხეს”.


ფრანგი რეჟისორის გასპარ ნოეს ფილმი “სიყვარული” ცოტა ხნის წინ საქართველოში დისკუსიის საგანი გახდა.

“გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები, მათ შორის, გასპარ ნოეს “Love”, მიეკუთვნება პორნოგრაფიას,” – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც გამოძიებას აწარმოებს პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი