ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივა უიმედო საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით

11 მარტი, 2016 • 1547
“თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივა უიმედო საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით

“თავისუფალმა დემოკრატებმა” პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომლის მიღების შემთხვევაში, მოქალაქეები უიმედო სესხისა და სანქციების დაფარვის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან, თუ ისინი ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებულ შიდა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

დავით ონოფრიშვილმა მოამზადა კანონონპროექტი “საგადასახადო კოდექსში” ცვილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიზანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფიზიკური პირებისთვის სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაა. აგრეთვე, ფინანსური ინსტიტუტისთვის ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულების ერთობლივი შემოსავლიდან დაქვითვა.

ინიციატივის თემაზე დავით ონოფრიშვილმა დღეს, 11 მარტს ბრიფინგი გამართა და განმარტებები გააკეთა.

“არსებული მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ ამგვარი სესხების ერთობლივი შემოსავლიდან დაქვითვას ან უიმედო ვალად აღიარებას გარკვეული პროცედურები და ხარჯები სჭირდება, ხოლო პატიების შემთხვევაში, ნაპატიები სესხი, კანონმდებლობის თანახნად, დაბეგვრას ექვემდებარება. ჩვენი ინიციატივით, ბანკები ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან, რაც უიმედო ვალების აღიარების სტიმულირებას მოახდენს,”-აცხადებს ონოფრიშვილი.

დეპუტატის თქმით,   მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტის მიერ სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი ფიზიკური პირისთვის შემოსავალს წარმოადგენს, რაც გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება და ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს:
“ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ძალიან ბევრ ქვეყნებში ეხმარებიან. არსებობს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ჩარევის, რეგულაციების დაწესების მაგალითები, რათა საკუთარი მოსახლეობა მდგომარეობიდან გამოიყვანონ”, – აღნიშნა ონოფრიშვილმა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი