საზოგადოება

ბარბის თოჯინების ახალი კოლექცია სხეულის რეალისტური პროპორციებით

29 იანვარი, 2016 • 6536
ბარბის თოჯინების ახალი კოლექცია სხეულის რეალისტური პროპორციებით

ბარბის თოჯინების მწარმოებელმა კომპანია Mattel-მა გადაწყვიტა თოჯონების ახალი კოლექცია ქალის რეალისტურ სხეულთან მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციებით შეექმნა. ასევე, კოლექციას დაემატა ფერადკანიანი თოჯინები.

სხეულის 4 სხვადასხვა ფორმა, კანის ფერის 7 ტონი, 24 განსხვავებული თმის ვარცხნილობა და თვალის 22 ფერი – ასე გამოიყურებიან ახალი ბარბები.

Mattel-ს ხშირად ადანაშაულებდნენ არაბუნებრივი სხეულის პროპორციების პოპულარიზებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი თოჯინების გარეგნობა, თმა, სხეულის ფორმები დაეხმარება გოგონებს, თოჯინებში საკუთარი თავი ამოიცნონ და ჰქონდეთ უფრო ჯანსაღი და რეალური წარმოდგენა საკუთარ აღნაგობაზე. თოჯინები 1 მარტიდან გაიყიდება.

ბარბის თოჯინების ახალი კოლექცია. ფოტო: The Guardian

ბარბის თოჯინების ახალი კოლექცია. ფოტო: The Guardian

ბარბის თოჯინების ახალი კოლექცია. ფოტო: The Guardian

ბარბის თოჯინების ახალი კოლექცია. ფოტო: The Guardian

მასალების გადაბეჭდვის წესი