საზოგადოება

ღია ცის ქვეშ რუსეთის იმედით

10 სექტემბერი, 2010 • 1127
ღია ცის ქვეშ რუსეთის იმედით

სოციალურად დაუცველი კუპრავების ოჯახი რუსეთს თავშესაფარს თხოვს.  თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ისინი ივნისში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ, იმ იმედით დატოვეს, რომ მერიისაგან დაპირებულ თავშესაფარს მიიღებდნენ. თუმცა მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელმა, გია მამრიკაშვილმა მათ განუმარტა , რომ თბილისის მერიის პროექტში, რომელიც სოციალურად დაუცველთა თავშესაფრით უზრუნველქყოფას გულისხმობს, ვერც ამჯერად მოხვდნენ.

,,ნეტგაზეთი’’ კუპრავების ოჯახის ისტორიას მას მერე აშუქებს, რაც თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, მათ ბინა თბილისის მერიასთან დაიდეს. რამდენიმე დღეში, მერიის რჩევით, მათ საცხოვრებელი შეიცვალეს და ოთხი კვადრატული მეტრის ფართის ოთახი დაიქირავეს, იმ იმედით, რომ მერიისაგან დაპირებულ თავშესაფარს მალე მიიღებნდნენ.  კუპრავების ოჯახი სპეციალურმა კომისიამ ივლისში მოინახულა. ოფიციალური უარი მერიისაგან ოჯახს არ მიუღია,  თუმცა გია კუპრავა ამბობს, რომ თბილისის მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელმა, გია მამრიკაშვილმა მათ ერთი კვირის წინ უთხრა, რომ მერიის პროექტში ვერც ამჯერად მოხვდნენ.

9 სექტემბერს კუპრავებმა თავიანთი ძველი, ოთხი კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელი ოთახი დატოვეს  და ბინა ამჯერად შვეიცარიის საელჩოსთან (ყოფილი რუსეთის საელჩო) დაიდეს, სადაც მათივე თქმით, რუსეთის საელჩოს საწმომადგენლები ჯერ კიდევ სხედან. ისინი მანამდე იცხოვრებენ ღია ცის ქვეშ, სანამ თავშესაფრის არ მიიღებენ.

 

ამავე თემაზე:

სახლი” თბილისის მერიასთან

მოლოდინი ოთხ კვადრატულ მეტრში 

ვის ერგება სახლი? 

მასალების გადაბეჭდვის წესი