საზოგადოება

”რუსული ოკუპაციის 200 წელი” -სადაო სახელმძღვანელო

10 ივლისი, 2010 • • 2179
”რუსული ოკუპაციის 200 წელი” -სადაო სახელმძღვანელო

ისტორიის დამატებით სახელმღვანელოს,  რომელიც ჯერ გამოცემული არ არის და რომელსაც განათლების სამინისტრო, სავარაუდოდ,  სექტემბრიდან მე–მ10 -11 კლასებში შეიტანს, რია ნოვოსტიმ თბილისსა და მოსკოვს შორის ვიდეო ხიდი მიუძღვნა.

”დაარქვა წიგნს ”რუსული ოკუპაციის 200 წელი”, უსამართლოა”-ამბობს რუსეთის სახელმწიფო დუმის საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე, სერგეი მარკოვი, რომელიც სახელმღვანელოსთვის მიძღვნილ თემასთან დაკავშირებით, რია ნოვოსტის ვიდეო ხიდში იღებდა მონაწილეობას.  

მარკოვის თქმით, სიტყვა ოკუპაცია მე-18-19 საუკუნეებში უადგილოა რუსეთთან მიმართებაში, რადგან მაშინ საქართველო, როგორც სახელმწიფო თითქმის არ არსებობდა: ”მას ჰქონდა არჩევანი-ან ოსმალეთი, ან სპარსეთი და ან რუსეთი. საქართველომ არჩევანი რუსეთზე შეაჩერა და თვითონვე ითხოვდა რუსეთის მფარველობას”.

იგივე აზრი გამოთქვა დისკუსიის სხვა მონაწილემ რუსული მხიდან, „რუსეთისა და საქართველოს ხალხების გაერთიანების” ფონდის პრეზიდენტმა,  ვლადიმერ ხომერიკმა:

”რუსები მუდამ იმისათვის იბრძოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო აღორძინებულიყო. მონები ქართველები არასოდეს ყოფილან. თქვენ ვერ შეძელით მიგეხედათ თქვენი თავისთვის და მეპატრონის ძებნა დაიწყეთ. ან 37 მანეთად მოსკოვში სიარული და გართობა ოკუპაცია იყო?”

ქართული მხრიდან დისკუსიის მონაწილის, ისტორიკოსი და პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძის აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ხშირად არსებობდა  დაძაბულობა.”თუმცა არ მესმის, რა საჭირო გახდა დამატებითი სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა მაშინ, როცა ეს ურთიერთობები ისედაც ასახულია”.

ლორთქიფანიძის თქმით, თუკი ეს სახელმღვანელო ქართველ ახალგაზრდებში რუსეთის და რუსების მიმართ შუღლს და მტრობას დათესს, მაშინ ის თავის სიტყვას იტყვის: ”მანამდე კი არაფრის თქმა არ შემიძლია, არც წიგნის შინაარსს ვიცნობ და არც მის ავტორს”.

სახელმძღვანელოს გამოცემა მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება. ის რუსეთ-საქართველოს 1801 წლიდან მოყოლებულ ურთიერთობებზე იქნება. არსებული ინფორმაციით, წიგნი საქართველოს ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივი კვლევების ფონდმა უნდა შექმნას. ახალი სახელმღვანელოს დაწერის მიზეზად იმ მითის დამსხვრევა სახელდება, რომელსაც რუსეთის საქართველოს მიმართ მეგობრობა ჰვქია.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, მიმდინარე წლის აპრილში ჩამოყალიბდა ისტორიული სამართლის დამდგენი სახელმწიფო კომისია. კომისია ისტორიკოსებით, მეცნიერებითა და სოციოლოგებით დაკომპლექტდა. იგი 1801 წლიდან რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილი დანაშაულებები უნდა განიხილოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი