საზოგადოება

საის მომზადებულ საჩივარს 46 ადამიანი აწერს ხელს

8 აგვისტო, 2011 • • 1085
საის მომზადებულ საჩივარს 46 ადამიანი აწერს ხელს

ახალგაზრდა იურისტების მიერ მომზადებულ საჩივარს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სახელზე, 46 ადამიანმა მოაწერა ხელი.

საიას იურისტი თამარ კორძაია, ”ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ მსურველი ბევრად მეტი იყო. თუმცა საიას ოფისში მისვლა და ხელმოწერის დაფიქსირება მხოლოდ 46 -მა შეძლო.

მოთხოვნა, რომელიც ”საიას” იურისტების მიერ იქნა მომზადებული, ითვალისწინებს იმედის დაჯარიმებას, წლიური შემოსავლის  0,5%-ის ოდენობით.

”ვფიქრობ, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს.” ნათქვამი იყო განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი