საზოგადოება

ახალი პროექტი „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“

26 თებერვალი, 2010 • 1275
ახალი პროექტი „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას გეგმავს. პროგრამა „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“  1 მარტიდან დაიწყება. უცხოელი პედაგოგები ქართველ კოლეგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, უცხოელი პედაგოგები საქართველოში ივლისში ჩამოვლენ. პირველი ორი თვის განმავლობაში ისინი გაეცნობიან ქვეყანას და  სურვილის შემთხვევაში,  საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა. სასწავლო პროცესში  კი ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ახალი სასწავლო წლიდან  ჩაერთვებიან.

საქართველოში ჩამოსვლამდე მოხალისე პედაგოგებმა რეგისტრაცია სპეციალურად პროექტის ფარგლებში შექმნილ საიტზე www. tlg.gov.ge უნდა გაიარონ.

 საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც. ინგლისური ენის სპეციალისტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან ჩამოვლენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ოფიციალური პრეზენტაიცა უახლოეს მომავალში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი