სამართალი

ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე მოსამართლე მხარეთა რეპლიკებს ეცნობა

28 მარტი, 2011 • 989
ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე მოსამართლე მხარეთა რეპლიკებს ეცნობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების საქმესთან დაკავშირებით მხარეთა რეპლიკების მოსმენა მიმდინარეობს. ბრალდების მხარე საკუთარ რეპლიკაში განსასჯელების ადვოკატის არგუმენტების გაბათილებას შეეცადა.

„ადვოკატ არჩილ კბილაშვილის შემაჯამებელი სიტყვა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების პიროვნულ შეურაცხყოფაზე იყო აგებული,“  – განაცხადეს პროკურორებმა და ამის საილუსტრაციოდ ის ფაქტი მოიშველიეს, როდესაც კბილაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს – ავთანდილ ხარაიძეს „უვიცი და თანამდებობისთვის“ შეუფერებელი უწოდა.

ბრალდების მხარის რეპლიკაზე საპასუხოდ რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის ადვოკატმა მოსამართლისგან ორდღიანი ვადა მოითხოვა, რასაც პროკურორები არ დაეთანხმნენ. მათი თქმით, კბილაშვილს სათანადო დრო ჰქონდა გამოძიების მასალებისა და საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებების გასაცნობად.

მოსამართლემ ადვოკატს საბოლოო რეპლიკის მოსამზადებლად ერთსაათიანი ვადა მისცა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი