სამართალი

20 თებერვალს მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს აირჩევს

16 თებერვალი, 2016 • 1375
20 თებერვალს მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს აირჩევს

20 თებერვალს მართლმსაჯულების სახლში საქართველოს მოსამართლეთა XVII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება.

დღის წესრიგის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს.  კენჭისყრა ფარული იქნება. იმისათვის, რომ მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდეს, მას სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-მა უნდა მისცეს ხმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს კონფერენცია ირჩევს იმიტომ, რომ ამჟამინდელ წებრს, ზაზა მეიშვილს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, უფლებამოსილების ვადა ეწურება.

ზაზა მეიშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი 2006 წლის მარტიდან არის. იგი 2010 წლის ივნისამდე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე. ზაზა მეიშვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2013 წლის 9 ივნისს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია შაბათს, 12:00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი