სამართალი

ე.წ. “ბიოს” უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 თებერვალი, 2016 • 1484
ე.წ. “ბიოს” უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული გ.ქ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაკურიანში, თამარ მეფის ქუჩაზე დააკავეს.

“სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,00779 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით)”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ზემოხსენებული მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი