სამართალი

შსს ბავშვების გაშვილების ფაქტზე

11 ნოემბერი, 2010 • • 1244
შსს ბავშვების გაშვილების ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავა ორი ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია მცირეწლოვანი ბავშვების საბერძნეთში გაშვილებაში.

შსს–ს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე დაყრდნობით, ორი ეჭვმიტანილი, რომელიც ახლა დაკავებულია, „წინასწარ მომზადებული სქემით მოქმედებდა“.

პოლიციის ინფორმაციით, მათ საქართველოში  ჩამოყავდათ საბერძნეთის მოქალაქეები,  რომლებთანაც საქრთველოს მოქალაქეებს  უფორმებდნენ ფიქტიურ ქორწინებას, ორგანიზებას უკეთებდნენ  ახლად შექმნილი ოჯახისთვის  ბავშვის  შვილად აყვანას და ამ გზით ახერხებდნენ  ბავშვების საბერძნეთში გადაყვანას, სადაც ხდებოდა მათი ხელმეორედ გაშვილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი