სამართალი

ადვოკატთა ასოციაცია აქტიურდება

2 მარტი, 2010 • 2082
ადვოკატთა ასოციაცია აქტიურდება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატების უფლებების დაცვას იწყებს. კომისია, რომელიც ასოციაციში შეიქმნა, პირველად ადვოკატის, მარი იველაშვილის საქმეს განიხილავს.

22 წლის უფლებათადამცველს 25 თებერვარლს სააპელაციო სასამართლომ თაღლითობის მუხლით, 5 წლით და 9 თვით, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  ასოციაციის თავჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ფაქტი სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ მარი იველაშვილი უკანონო განაჩენისათვის იხდის სასჯელს.

,,მარის მიმართ სასამართლომ გამოიყენა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებები, რომლებიც იყო ურთიერთსაწინაარმდეგო და იცვლებოდა. სხვა შემთხვევაში პროკურატურა ასეთი ჩვენებების საფუძველზე პირს ბრალდებულის სკამზე სვამს. ამასთან ერთი პირის ჩვენება არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, თუ ის რამით არ არის განმტკიცებული. ამ შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა”_აცხადებს ,,ნეტგაზეთთან’’ საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.

თავჯდომარის თქმით, დაზარალებული ამბობს, რომ მარი იველაშვილს 300 ლარი გადასცა, თუმცა ვერ მიუთითა თუ საიდან მოიტანა ეს თანხა. დაზარალებულმა ვერ დაასახელა ადამიანი, რომლისგანაც ეს თანხა ისესხა. პროკურატურა კი არ დაინტერესებულა ამ პიროვნების მოძიებით.

ადვოკატთა კომისია, რომელსაც მალხაზ ჯანგირაშვილი უხელმძღვანელებს,  დაახლოებით ერთ თვეში ამ საქმეზე შესაბამის დასკვნას მოამზადებს,  რის საფუძველზეც ადვოკატები ევროსასამართლოში საჩივარს გააგზავნიან.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიური კვლევის შედეგებსაც აპროტესტებს. კვლევა, რომელიც გაერომ ჩაატარა უზენაესმა სასამართლომ ოფიციალურ ვებგვერდძე 3 თებერვალს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, თბილისისა და საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის ნდობა სასამართლოს მიმაღთ 66%-ია.
,,სრული ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ არც ჩვენთვის მისაბაძ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს. თუმცა ჩვენ მაინც მაქსიმალურად ვეცდებით ყველა შესაძლო რესურსის ამოქმედებას, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის მოსახლეობის ნდობას მართმსაჯულების მიმართ”_აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი.

ადვოკატთა ასოციაციაში კი მიიჩნევენ, რომ კვლევის შედეგები არ შეესაბამება მართმსაჯულებაში არსებულ რეალურ სურათს. ,,რეალური სურათი ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები’’–  ამბობს ასოციაციის თავჯდომარე.
მართმსაჯულების რეალური ხარისხის დასადგენად ასოციაცია კვლევას იწყებს.

დღესვე ადვოკატთა ასოციაციაში ჩამოყალიბდა 12 აღმასრულებებლი საბჭო. ,,ყოველ მიმართულებას ყავს თავისი ხელმძღავანელი, რომლებიც საბჭოს სხვა წევრებთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე იმუშავებს. ისინი იბრძოლებენ იმისათვის, რომ ადვოკატთა ასოციაცია ფეხზე დადგეს”– განაცხადა ასოციაციის თავჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი