ხელოვნება

მოვიდა მოდა

31 მარტი, 2011 • • 1652
მოვიდა მოდა

დღეს საქართველოს მოდის კვირეულს ფრანგი კოლექციონერი, ბასტიან დე ალმეიდა თავისი კოსტუმების გამოფენით გახსნის. ბასტიენ დე ალმეიდა  თავისი ვინტაჟ კოლექციით გამოირჩევა. მას საკუთარი მაღაზია აქვს.

საქართველოს მოდის კვირეული, შემოდგომა ზამთარი 2011/12, დღეიდან სამი აპრილის ჩათვლით შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართება. მასში მონაწილეობას 15 ქართველი და სამი უცხოელი დიზაინერი მიიღებენ.

რაც შეეხება უცხოელ დიზაინერებს, მათ შორის ერთი, MARCO CORSO იტალიელია. იგი პირველად მონაწილეობს საქართველოს მოდის კვირეულში. მარკო კორსო ახალგაზრდა დიზაინერია, მან გაიარა მოდის დიზაინის კურსი მილანის დომუს აკადემიაში, შექმნა აქსესუარების ხაზი , ასევე  საკუთარი ხაზი, რომლითაც გაიმარჯვა შეჯიბრში “შემდეგი თაობა”. მარკო კორსომ მონაწილეობა მიიღო მილანის მოდის კვირეულში შემოდგომა-ზამთარი 2010. საქართველოს მოდის კვირეულზე მაყურებელს პირველად ექნება შესაძლებლობა, იხილოს მარკო კორსოს სამოსი.

Marco Corso FW 2010
Marco Corso FW 2010

კიდევ ერთი უცხოელი დიზაინერი, რომელიც  საქართველოს მოდის კვირეულზე აქსესუარების კოლექციას აჩვენებს, ცნობილი სომეხი დიზაინერი NUR–ია.

N  U  R
N U R

ასევე, აზერბაიჯანელი FAKHRYA KHALAPOVA, რომელიც ბაქოში ერთ–ერთი ცნობილი დიზაინერია და წლებია ამ სფეროში მუშაობს.

19 დიზაინერის კოლექციების ჩვენება რუსთაველის თეატრში სამი დღის მანძილზე გაგრძელდება. საქართველოს მოდის კვირეულს საპატიო სტუმრებიც ყავს. მათ შორის  JEAN PAUL CAUVIN, ჟურნალისტი და მწერალი,  რომელიც ერთ–ერთი ფრანგული მოდის ჟურნალის რედაქტორია.

მოდის კვირეულს ესწრებიან ფრანგული მაღალი მოდის და დიზაინერების მიმომხილველი ინტერნეტ გვერდების– PURETREND.COM და PRESTIGIUM.COM–ის კორესპონდენტები.

კვირეულს ესწრება და აშუქებს თავისუფალი ჟურნალისტი JULIE CIRELLI, კვირეულის გასაშუქებლად ასევე ჩამოდის ჟურნალისტი NURZIA GAROFOLLO.

საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება მოდის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთდღიანი ფესტივალი, A SHADED VIEW ON FASHION FILM”, რომელსაც ჟურნალისტი დაინ პერნი  წარმოადგენს. ის “ZOO Magazine”–ის რედაქტორის მოადგილე და მეტროპოლიტენ მუზეუმის მიერ დასახელებული ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ბლოგერია მოდის სფეროში.

 

საქართველოს მოდის კვირეულის განრიგი:

1 აპრილი 2 აპრილი 3 აპრილი

15:00 გოგა ნიქაბაძე

16:00 ლელა კულიანი

17:00 ზალიკო ბერგერი

18:00 ანუკა ქებურია

19:00 მარკო კორსო

20:00 გიორგი ფანცულაია

 

15:00
ნურ

16:00
ზენკა და მარი
17:00
აკა ნანიტაშვილი
18:00
თათა ნიკოლაიშილი
19:00
დათუნა სულიკაშვილი

15:00
FAKHRIYA KHALAFOVA

16:00
მატერია

17:00
GOLA

18:00
ქეთი ჩხიკვაძე

19:00
ATELIER INFORMAl

20:00

გიორგი ამირეჯიბი


მასალების გადაბეჭდვის წესი