“მანდარინები” Gaudí Award-ზე წლის საუკეთესო ევროპულ ფილმად დაასახელეს

ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ესპანური ჯილდოს Gaudí Award-ის მფლობელი გახდა. ფილმმა წლის საუკეთესო ევროპული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ფილმი “მანდარინები” უკვე იყო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი.

Gaudí Awards ერთ-ერთი პრესტიჟული ესპანური ჯილდოა, რომელიც კატალონიის კინოაკადემიამ 2009 წელს დააარსა. ჯილდოს სტატუეტის დიზაინი ავტორებმა ცნობილი ესპანელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის შემოქმედების ინსპირაციით შექმნეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი