ხელოვნება

შენ იყავი პაატა შამუგია, მე ვიქნები ღმერთი!

22 ნოემბერი, 2010 • • 1343
შენ იყავი პაატა შამუგია, მე ვიქნები ღმერთი!

(Send message to : All )

წერა მაშინ დაიწყო, როცა ასოების  გამოყვანა ისწავლა. არ ახსოვს, ძირითადად,  რაზე  წერდა.  რომც ახსოვდეს, არ მეტყოდა. მისი ერთ-ერთი პირველი ლექსი მეზობლის  ქალზე  იყო. ახლა მათზე  აღარ დაწერს. იმიტომ, რომ პაატა შამუგიას მეზობლები და გრამატიკა ხელს უშლიან.

,,გრამატიკა  იმდენად კარგად ვიცი, რომ წერის  დროს სისწრაფეში ხელს მიშლისწერტილმძიმედეფისი, სამწერტილი, ყველაფერი უნდა გავითვალისწინო. სისწრაფეში ხელს  მეზობლებიც მიშლიან წერის  დროს დააკაკუნებენ და ჭორაობას  რომ გამიბამენ. ერთმანეთზე  ჭორაობენ და პოლიტიკაზერატომღაც, არ ვიცი, ჩემზე  აქვთ ექსპერტის ეჭვი  თუ..  მოდიან და  ,,ჰო ასეა?’’ ,,კი, აბა რა’’- ვეუბნები

პოლიტიკასა და  სპორტში  ვერ ერკვევა.  ჟურნალებში ცხელი შოკოლადი და ლიბერალი სტილის რედაქტორია.  სტატიებსაც წერს ხოლმე. 

ფილოლოგიის  ფაკულტეტი უახლესი ლიტერატურის განხრით დაამთავრა. უნივერსიტეტიდან პრაქტიკაზე  51-ე სკოლაში გაუშვეს, მაგრამ  გარდატეხის  ასაკში მყოფი მოსწავლეების  გაჩერება გაუჭირდა. იმიტომ,  რომ  ერთმანეთს  და  მასაც ეპრანჭებოდნენ.  ახლა  სიამოვნებით დაუთმობდა  მოსწალეებსა და  სტუდენტებს თვეში რამდენიმე საათს,  თუნდაც – უხელფასოდ.

იშვიათად უყვარდება ვინმე, ახლა- ინერტულია.  მისი რჩეული  მის  საჭმელს,  ან  მასსავით ცოტას უნდა  ჭამდეს.  ყოველ შემთხვევაში, პირველმა  ვერსიამ  ბაღში ყოფნისას  გაამართლა. საყვარელი გოგონა, რომელიც მის კარაქიან პურს  აღმზრდელებისგან ჩუმად  ჭამდა,  პაატას შეუყვარდა. 

 

,,გამუდმებით ასეა:’’

დღეში მხოლოდ  ერთხელ  ჭამს.

ყოველი მომდევნო კრებული  წინას  სჯობს.

როცა რამეს  დაწერს,  არავის  აკითხებს,  ამისთვის ,,განსაკუთრებული’’ ადამიანი არ ჰყავს.

ცივდება ხოლმე.

როცა  შეყვარებულია, იმპულსურია-ხოლმე.

დღე-ღამეში 3-4 საათი სძინავს.

დიდი ხანია მარტო  ცხოვრობს და მოსწონს ასე.

გაუქმებული აქვს ,,სასაუბროს’’ ფანჯარა facebook-ზე.

 

,,გამოსვლა ‘’

 პაატა შამუგია  აფხაზეთიდანაა.  მეხუთე კლასში იყო, როცა  უბანთან ერთად, ის და მისი ოჯახი ტრაქტორით გალიდან წამოვიდა. მაშინ  ტრაგედიის  შეგრძენება არ ჰქონია და  ყველაფერი სიახლედ  აღიქვა. ,,ყველაზე გემრიელი’’ ეპიზოდი კახეთში, გურჯაანში, ცხოვრება  იყო. სკოლის დამთავრების მერე თბილისში ჩამოვიდა და დღემდე მარტო ცხოვრობს.

 

 ,, ტრაექტორია (მე ჩემი მეგობარი ვარ)’’

 მისი პირველი   წიგნი 2000 წელს გამოვიდა.  გამოქვეყნებამდე  ლექსებს არავის აკითხებს. წიგნის გამოსვლის მერე კი,  აღარ მოსწონს.  საკუთარი თავის კრიტიკოსი თვითონვეა. ბოლო კრებული  წინა  წიგნებზე მეტად  მოსწონს, თან გამოქვეყნებიდან  უკვე  3 კვირა გავიდა (!).

როგორც  ამბობს, ახლა გავლენებისგან თავისუფალია.

 ,,გავლენა იმიტომ  გაქვს, რომ შენი სათქმელი არ  გაქვს, როცა  უკვე სათქმელი გიგროვდება და გაქვსმერე უკვე აღარ  გჭირდება დამხმარე ბერკეტები. რეალურად, ეს არის  ბერკეტები, როცა ეყრდნობი გალაკტიონს, ან ვიღაცას. თითქმის  ყველას  გავლენა მქონია, ვისაც რამე დაუწერია. მათ შორის, ჩემი თაობის  პოეტებისაც. შეიძლება, მათაც  ჰქონდათ  ჩემი  გავლენაგაცვლა ხდებოდა. ახლა  ვწერ  უკვე იმ სათქმელს,  რაც დამიგროვდა ბავშვობიდან დღემდე.‘’

ტრაექტორია- გავლენებიდან დღემდე უნდა გაევლო. ახლა,  როცა უკვე სათქმელიც აქვს, იცის, როგორ  ,,გამოიტანოს.’’ ყველაზე ხშირად იმაზე წერს, რაც არ იცის: საკუთარ თავზე და  ღმერთზე. ,,ანტიტყაოსანსაც’’ სხვანაირად დაწერდა. მაგრამ, არა – თავიდან. საზოგადოება რომ იცნობს, ამ პოემის დამსახურებაა. მაშინ პოპულარობა უნდოდა  და  როცა  დილით გაზეთების  ჯიხურებთან  ჩაიარა, გაზეთები ,,პორნოგრაფიული პოემის’’ შესახებ იუწყებოდნენ. მაშინ მიხვდა, რომ ,,რაღაც’’  იწყებოდა.

ეს ,,რაღაც’’  დიდხანს ვერ დასრულდა.  უარყოფით დამოკიდებულებას, რასაც საზოგადოება  მისდამი ამჟღავნებდა, მხოლოდ  თვითონ იღებდა.

მარტო  იყო.

,,ერთადერთი ადამიანი, ვინც მაგ დროს მიცავდა, იყო  ლევან ბრეგაძეკრიტიკოსი, მაგ დროს მჭირდებოდა, ვიღაცას რომ დავეცავი, თან უფროსი თაობის  ადამიანი, თან კრიტიკოსი, ავტორიტეტული ადამიანი. ’’

სამწლიანი აჟიოტაჟი და  ლანძღვა დასასრულს მიუახლოვდა.

,,თუკი სახლში არ შეუვარდებიან’’, პოპულარობაზე ახლაც  არ იტყვის უარს,  მითუმეტეს, რომ ,,ანტიტყაოსანის’’ ირგვლივ ატეხილმა  აჟიოტაჟმა  მოტივაციაც კი გაუჩინა.

 

 ,,როლების გაცვლა’’

 ,,მოდი, როლები გავცვალოთ, ღმერთო! 

შენ იყავი პაატა შამუგია, 

მე ვიქნები ღმერთი!’’

ადრე  მორწმუნე იყო, ახლა – აღარ. რწმენის რადიკალური შეცვლა უცებ მოხდა. პაატა შამუგია თითქმის  ყველა ლექსში  ღმერთს ახსენებს.

,,მე მაინც მგონია, რომ იმიტომ ვწერ, რომ არ მესმის, არ ვიცისაერთოდ, ხომ იმიტომ წერ, რომ რეალურად მეტი გაიგო იმის  შესახებ, რაზეც  წერ, რა აზრი აქვს, სხვანაირად წერასალბათ, მაგიტომაც ვწერ ღმერთზე და ჩემ თავზე. ‘’

,,უსაქმურობას  არაფერი  სჯობს’’-  იმიტომ რომ ამ დროს  შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა, ანუ წაიკითხოს და თუ უსაქმურობა  5-6  თვე გაუგრძელდა,  შეიძლება, 7 წლის  წინათ დაწყებული რომანიც დაასრულოს. რომანს  ჯერ ხელით წერდა, ახლა კრეფს.  წერის პროცესში სიუჟეტიც ბევრჯერ შეცვალა. 

შეიძლება  ყველა  პროფესია შეისწავლოს. როცა ვირუსზე  წერდა,  პროგრამირების  სწავლა მოუხდა. ამბობს, რომ საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა  თავიდან ისწავლა. ,,მთელი მეცნიერება გადავიმტერე’’- ციფრები დღემდე  არ უყვარს.

 

 ,,სუმბრუ’’

 

ნაწარმოებებს  სახელებს კონკრეტული სისტემით არ არქმევს.  მაგალითად, ,,სუმბრუ’’  დღემდე  არ იცის,  რას ნიშნავს.

,,რატომ უპირატესობა? წიგნს ეს სათაური პოემის მიხედვით დაერქვა. პოემა ალეგორიულია, ამიტომ სათაურიც ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. არ მინდა, მკითხველს ინტერპრეტაციის საშუალება წავართვა, ამიტომ ჩემს ვერსიას  არ  ვიტყვი. ‘’

( message  sent )

 

პაატა შამუგია, პოეტი, ავტორი წიგნების – „ანტიტყაოსანი“, “უპირატესობა“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი