ხელოვნება

თამარ ივერის საქველმოქმედო კონცერტი 13 ივნისს დაზარალებულებისთვის

19 ნოემბერი, 2015 • • 1508
თამარ ივერის საქველმოქმედო კონცერტი 13 ივნისს დაზარალებულებისთვის

მარათონში მონაწილეობენ მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები: ეკატერინა სიურინა, ჩარლზ კასტრონოვო, ალისა კოლოსოვა, ვიტალი კოვალოვი, სერგეი მურზაევი, თამარ ივერი. კონცერტის საპატიო წამყვანები არიან მირანდა მირიანაშვილი და ლევან ხურცია. ასევე, რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე, კონცერტის დირიჟორი დავით კინწურაშვილი. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი.

 

საქველმოქმედო ფონდი „დაცული საზოგადოება” 2014 წელს სოპრანო თამარ ივერის თაოსნობით წამოყალიბდა. ფონდის მიზანია ადამიანთა ჯანმრთელობისა და მისი უფლებების დაცვა, საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრაში წვლილის შეტანა და ცხოველთა უფლებების დაცვა. მისი ორგანიზებით გასულ წელს მოეწყო საქველმოქმედო გალა-კონცერტი რუსთაველის თეატრში, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალბატონთა დაცვას მიეძღვნა. შემოსული თანხა თავშესაფარში მცხოვრები ქალების საჭიროებებს მოხმარდა.

 

როგორც თამარ ივერი ამბობს, ის თავად  მოხვდა 13 ივნისის სტიქიის ეპიცენტრში.

 

“თავიდანვე გადავწყვიტე, რომ რაღაც აუცილებლად უნდა დამეგეგმა. საოპერო მომღერლები მწერნენ, რომ ამ საშინელების შემდეგ ისინი ჩემ გვერდით იდგნენ. მათ გამამხნევეს და დამპირდნენ, რომ თუ ღონისძიებას დავგეგმავდი, ისინი ჩამოვიდოდნენ,” – ამბობს თამარ ივერი. 

 

საქველმოქმედო კონცერტის მხარდამჭერები თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი